საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიება და ეკოაქტივობები
13-05-2024
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის პედაგოგები პასუხისიმგებლიან მოქალაქეებს ზრდიან და მათ საგნობრივ დისციპლინებთან ერთად გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების დაზოგვას ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ზურაბ ვანაძის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება და სხვადასხვა ეკოაქტივობა, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. 

ბავშვებმა მოამზადეს პრეზენტაცია, გამართეს დისკუსიები სხვადასხვა ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით და, ასევე, იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ VIII - IX კლასების მოსწავლეები გავიდნენ ბუნებაში და დაასუფთავეს შერჩეული ტერიტორია და ბევრ სხვა სახალისო აქტივობაშიც ჩაერთნენ. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს. დღესდღეისობით კი დედამიწის დღე აღინიშნება დაახლოებით 193 ქვეყანაში.

იხილეთ ფოტო:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203