თბილისის N217 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ზრუნავენ რომ მოსწავლეებმა იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და სპორტის პოპულარიზაციას ეწევაიან.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში გაიმართა სპორტულ-გასართობი „მხიარული სტარტები“ მე-5-მე-6 კლასებში, რომელიც წარმატებით დასრულდა. ღონისძიებას სპორტის მასწავლებელი მამუკა ღვინიაშვილი ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეჯიბრებებში მოსწავლეებმა ძალიან კარგი ფიზიკური უნარ-ჩვევები გამოავლინეს და დიდი შემართებით მონაწილეობდანენ.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვის სხვადასხვაგვარ განვითარებას, როგორიცაა მიზნისკენ სწრაფვა, შედეგზე ორიენტირება, სისხარტე და რაც მთავარია დადებითი ემოციების ხანგრძლივად შენარჩუნება.
სკოლა ულოცავს გუნდებს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მასწავლებელს და მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები: