ხარების საჯარო სკოლის მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საინტერესო აქტივობები
13-05-2024

ბუნებრივ გარემოს, რომ მოვლა და მოფრთხილება სჭირდება წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები მოეწყო. პატარებს უფროსკლასელებიც ეხმარებოდნენ, რისთვისაც სკოლაში მათ მადლობას უხდიან. 

გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ბუნებისმეტყველება/ ბიოლოგიის პედაგოგი თეა შაინიძე, რომელმაც ბავშვებს ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული არაერთი აქტივობა შესთავაზა. 

„მოსწავლეები ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში, რათა შეძლონ ინფორმაციის მიღება-დახარისხება და ჩამოუყალიბდეთ სწორი, მზრუნველობითი დამოკიდებულება ჩვენი პლანეტის მიმართ“,- გვეუბნება პედაგოგი და აქტივობების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203