თბილისის N215 საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება შემეცნებითი ხასიათი კონკურესები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, მე-5ა კლასში ჩატარდა ვიქტორინა, თემაზე - „ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“.
მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები და ცოდნა გამოავლინეს მათემატიკურ უნარებში, ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს და თავი გამოიჩინეს.
აღსანიშნავია, რომ საგნის მასწავლებელი მარინა ფირცხელაური გახლავთ, დამრიგებელი კი, ეკა შავრდაშვილი.
მოსწავლეებისთვის დღე შემეცნებითი, სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: