თბილისის N124 სკოლის მოსწავლეთა ხელოვნებასა და ბიოლოგიის ინტეგრირებული საინტერესო გაკვეთილი და ვირტუალური მოგზაურობა ცვილის ფიგურების მუზეუმში
13-05-2024
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ და მათ ინტერესებს ერგებიან, რაც მოსწავლეთა აქტიურობასა და სასწავლო პროცესში ჩართულობაზე დადებითად აისახება.
19 აპრილს კი, მე-9ა და მე-9ბ კლასებში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ხელოვნებასა და ბიოლოგიაში, რომელსაც მასწავლებლები: ლ.ჯანჯიბუხაშვილი და თ.კეკელიძე ხელმძღვანელობდნენ.
აღსანიშნავია, რომ საგაკვეთილო თემა ეხებოდა ცვილის თვისებებსა და მის გამოყენებას ხელოვნებაში, მედიცინასა და ტექნიკაში.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები და გაცვალეს აზრები. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ვირტუალური მოგზაურობა ცვილის ფიგურების მუზეუმში.