თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში.
30 აპრილს კი, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“, გაზაფხულის სეზონის შიდასასკოლო ტური ჩატარდა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ტრადიციული პოზიტივით, საქმიანი ჟრიამულითა და შემართებით.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გახდა მე-11გ კლასის გუნდი, სახელწოდებით - „აურუმები“.
სკოლაში წარმატებას უსურვებენ გამარჯვებულ გუნდს და მადლობას უხდიან ყველა კლასს მონაწილეობისა და საინტერესო თამაშისათვის.
ასევე, სკოლაში ღონისძიების ორგანიზებისათვის მადლობას უხდიან პედაგოგ ნათია ჩაჩანიძეს, სკოლის კურსდამთავრებულს - სერგო მარიკიანს, მე-11 კლასის მოსწავლეებს: კესო დემეტრაშვილსა და ანი ურჩუხიშვილს და მე-10 კლასის მოსწავლე სტელა პეტროსიანს.
იხილეთ ფოტოები: