ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეების ეკოცნობიერების ამაღლებაზე განსაკუთრებით ზრუნავენ, სწორედ ამიტომ, მოსწავლეებს კარგად აქვთ გათავისებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა.
აღსანიშნავია, რომ ამ მოტივით, სკოლაში დედამიწის დღეც საინტერესოდ აღინიშნა, მოსწავლეები სხვადსხვა გარემოსდაცვით აქტივობებში ჩაერთნენ და კიდევ ერთხელ გაიაზრეს თავიანთი როლი ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში.
ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: