მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბი ეკოკონკურსის გამარჯვებულია
13-05-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლაში განსაკუთრებით ზრუნავენ მოსწავლეებში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებაზე, ამ მოტივით აღზრდილი ახალგაზრდები კი აქტიურად მონაწილეობენ სხვადსხვა ეკოლოგიურ ინიციატივაში.

ამჯერად, მარადისის გარემოსდაცვითი კლუბი, ორგანიზაცია - „მწვანე აზროვნების“, მიერ გამოცხადებული კონკურსის - „შევაჩეროთ პლასტმასით დაბინძურება“, გამარჯვებულია.

აღსანიშნავია, რომ კლუბმა 320კგ პლასტმასა შეაგროვა. 

გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალია და ეს მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ყველაზე უკეთ იციან, მათ გააზრებული აქვთ, რომ ჩვენ, დედამიწელები საკუთარ „სახლს“ უნდა გავუფრთხილდეთ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203