ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეები სააღდგომო გათამაშებას საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ
13-05-2024
აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო, საგანმანათლებლო და შემეცნებით კონკურსში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის VI,VIII,X კლასების მოსწავლეები English bock Education-ისა და Macmillian Education-ის კიდევ ერთ საინტერესო გათამაშებაში მონაწილეობდნენ.

თემა გახლდათ „როგორ ხვდებიან აღდგომას საქართველოში, საბერძნეთსა და უკრაინაში“.

მე-6 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ქართულ სააღდგომო ტრადიციაზე ინფორმაცია, დაამზადეს საინტერესო პოსტერი, დათესეს ჯეჯილი, თავიანთი ხელით შეღებეს კვერცხი, ასევე გაიხსენეს საფლავზე კვერცხის გადაგორების ტრადიცია.

მე-8 კლასელებმა საინტერესოდ მომზადებული მასალით საზოგადოების წინაშე ისაუბრეს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე, თუ როგორ ხვდებიან აღდგომას სხვადასხვა ქვეყანაში და დაამზადეს პოსტერი.

ასევე, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, უდიდესი შრომა გასწია მე-10 კლასმა. მათ ინგლისურ ენაზე საბერძნეთის სააღდგომო ტრადიციის შესახებ საინტერესო პოსტერი დაამზადეს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

„მადლობა ინგლისური ენის პედაგოგ შორენა (ხათუნა) დარსაველიძეს, რომელიც ცდილობს იყოს აქტიურად ჩართული ყველა სახის პროექტში თავის მოსწავლეებთან ერთად. გისურვებთ წარმატებებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203