ძმუისის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს მემორიალური დაფა დაუდგეს
01-06-2018

ძმუისის საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს სიმბოლური მემორიალური დაფა დაუდგეს, პატრიოტული ლექსები წაიკითხეს და მინი სპექტაკლი დადგეს. 

მოსწავლეებმა ასევე 1918 -1921 წლების მოვლენებსა და ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.

წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა  გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს  წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.

იხილეთ ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203