გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ რუსუდან კოლაშვილის ხელმძღვანელობით საინტერესო აქტივობები განახორციელეს.
მათ, სააღდგომო კვერცხები შეღებეს, ლამაზი დეკორაციები შექმნეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ ისაუბრეს და დრო ხალისიანად, ნაყოფიერად გაატარეს.
ბავშვებმა აღნიშნულ დღეს შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: