ნახიდურის საჯარო სკოლის მოსწავლის - ნურაი მუსტაფაევას წარმატება საგანმანათლებლო კონკურსში 
13-05-2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საგანამანათლებლო ინიციატივებში და ტავიანთ შესაძლებლობებს წარმოაჩნენ.

მიმდინარე წლის 5 აპრილს დასრულდა კონკურსის - „შექმენი ქართული ტერმინი“ მესამე ეტაპი. საკონკურსოდ შერჩეული იყო 6 სიტყვა: ქრაუდსორსინგი, ლონგიტუდური კვლევა, დასპოილერება, სტენდაპი, ფლეშბექი და ფლეშფორვარდი.

კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში. საორგანიზაციო კომიტეტემა მიიღო 177 ქართული ტერმინის ვერსია, მათ შორის, 27 ქრაუდსორსინგისთვის, 30 ლონგიტუდური კვლევისთვის, 36 დასპოილერებისთვის, 26 სტენდაპისთვის, 32 ფლეშბექისთვის და 26 ფლეშფორვარდისთვის.

კონკურსის ჟიურიმ შეარჩია გამარჯვებული ტერმინები და მათი ავტორები

სტყვა- „ქრაუდსორსინგისთვის“ ჟიურიმ უპირატესობა მიანიჭა ტერმინს -„სახალხო რესურსი“, ტერმინის ავტორი კი ნურაი მუსტაფაევაა, ნახიდურის სკოლის აზერბაიჯანელი მოსწავლე.

მიმდინარე წლის 16 აპრილს, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და კონკურსის სპონსორის, კომპანია „დრესაპ ჯგუფის“ ფასიანი საჩუქრები.

კონკურსის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი“ და ციფრული ტექნოლოგიების ლაბორატორია „უნილაბი“. კონკურსის უცვლელი სპონსორია კომპანია „დრესაპ ჯგუფი“.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203