ძველი აბაშის საჯარო სკოლაში საინტერესო შემეცნებითი ვიქტორინა ჩატარდა
13-05-2024

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობა იმართება.

მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებში, სკოლაში საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები გაიმართა.

მე-9 კლასელებმა (ხელმძღვანელი მანანა ჭანტურია) 14 აპრილის მოვლენები საინტერესოდ გააცნეს უმცროსკლასელებს. მათ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქართულ ენას მოვლა, მოფრთხილება სჭირდება, რაც თითოეული ადამიანის მოვალეობაა.

ღონისძიების ბოლოს, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ვიქტორინა ჩატარდა, სადაც ბავშვებმა ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203