განმუხურის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
13-05-2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. შესაბამისად, მოზარდები სხვადასხვა კონკუსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ.
ახლახან, სკოლაში, ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა 2024“ შიდასასკოლო ჩემპიონატის პირველი ტური სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.
სამივე კატეგორიაში თამაში უაღრესად დაძაბული, დინამიური და სახალისო აღმოჩნდა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს.
„სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ თამაშში მონაწილე თითოეულმა ჯგუფმა საკმაოდ მაღალი შედეგი უჩვენა. ამ ეტაპზე ველოდებით ინფორმაციას მომდევნო საქალაქო ეტაპზე გადასულთა თაობაზე. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სხარტი აზროვნების გაუმჯობესებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.