ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის პროფესიონალი და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები, მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ ისინი თავიანთ მიდგომებს, გამოცდილებებს ერთანეთს აქტიურად უზიარებენ და ცოდნას იმაღლებენ.ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში მასწავლებელთა სასკოლო კონფერენცია გაიმართა, სადაც პედაგოგებმა თავიანთი თემები შესანიშნავად წარადგინეს.
მომხსენებლები შემდეგი მასწავლებლები იყვნენ:
- ლია ცაგარელი, თემა - შემოქმედებითი აქტივობები და რესურსები ჩემს საგაკვეთილო პროცესში;
- ლალი ხუციშვილი, თემა - გავიცნოთ ჩვენი სოფელი;
- დარეჯანი ცოფურაშვილი, თემა - უნივერსალური სასწავლო დიზაინის პრინციპებით სწავლების ეფექტურობა სსსმ მოსწავლეებთან;
- მაია კაიშვილი, თემა - მულტიმოდალური მიდგომის გამოყენება სწავლების პროცესში სსსმ მოსწავლეებთან.
მათ საინტერესოდ ისაუბრეს, დამსწრე საზოგადოებას ცოდნა, გამოცდილება გაუზიარეს და ახალი უნარები შეიძინეს.
ეს დღე ინფორმაციული და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: