ახალსოფლის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
13-05-2024
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ. 

ახლახან, სკოლაში, ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მე-3, მე-4 მე-5, მე-6,მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები ჩაერთნენ.

თამაშში გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ. მათი შესაძლებლობები, სხარტი და ლოგიკური აზროვნება შესანიშნავად გამოავლინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

სკოლაში თითოეულ მოსწავლეს მადლობას უხდიან ამ შეჯიბრში მონაწილეობისთვის.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203