ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა თემაზე: დიორამა - სასწავლო აქტივობა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მისწვეულმა მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა მოისმინეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი აღნიშნული პროექტის გამოყენება სასწავლო პროცესში და რა კავშირშია - ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
პრეზენტაციაზე, III და IV კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს დიორამები, რომლებიც იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით შექმნეს. პრეზენტაციის დროს ისაუბრეს კავშირებზე სხვა საგნებთან.
პროექტში ინტეგრირებული იყო შემდეგი საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება და ხელოვნება.
სკოლაში მადლობას უხდიან თითოეულ მონაწილეს, მშობელსა და მასწავლებელს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა აღნიშნული აქტივობა მიუძღვნეს 14 აპრილს, ქართული ენის დღეს.
იხილეთ ფოტოები: