ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეების წიგნიერების დონის ამაღლებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და წიგნის კითხვას პოპულარიზაციას უწევენ.
ბიბლიოთეკის კვირეულთან დაკავშირებით, ჭიკაანის საჯარო სკოლაში გაიმართა სხვადასხვა აქტივობა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ IV,V,VI და VII კლასების მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ მოეწყო კითხვის კონკურსი, მოსწავლეებმა შეაკეთეს ბიბლიოთეკაში არსებული, დაზიანებული სახელმძღვანელოები. მოირგეს ბიბლიოთეკარის როლი, გაეცნენ ინფორმაციას ბიბლიოთეკაში მუშაობის შესახებ. შექმნეს პოსტერი სახელწოდებით - „კახეთის ღირსშესანიშანაობანი“.
სკოლაში მადლობას უხდიან ბიბლიოთეკარ თინათინ კულუას და ბავშვებს, პროექტში აქტიური ჩართულობისთვის.
იხილეთ ფოტოები: