ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეები კომპიუტერულ უნარებს ივითარებენ და საოფისე პროგრამებს სიღრმისეულად ეუფლებიან.
სკოლაში წარმატებით ხორციელდება საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსი სკოლის მოსწავლეებისათვის.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კურსი დაფინანსებულია განათლების სამინისტროს მიერ და ემსახურება მოსწავლეებში ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებას.
მოსწავლეები საჭირო უნარ-ჩვევებსა და აუცილებელი ცოდნას იძენენ და ამას ხალისითა და დიდი ენთუზიაზმით აკეთებენ.