ახალშენის საჯარო სკოლის ეზო მოსწავლეებმა გაალამაზეს
14-05-2024
გარემოზე ზრუნვა, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია და ეს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძალიან კარგად იციან, ამას მოწმობს დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გარემოსდაცვითი აქტივობაც. 

მოსწავლეებმა სკოლის ეზო გაალამაზეს, დაასუფთავეს და ახალი ნერგებით გაამდიდრეს, ეს კი იყო  გზავნილი თითოეული ჩვენგანისთვის - „დედამიწას გაფრთხილება სჭირდება“ 

მოსწავლეებმა ამ დღის არსი და მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს და ისაუბრეს თავიანთ როლზე ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაში. 

ცნობისთვის, დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203