არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეები მასშტაბურ პროექტში მონაწილეობდნენ
წყალტუბოს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-6 - მე-12 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ მაია ქობულიას ხელმძღვანელობით პროექტში - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წელი“ მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში სკოლის აღსაზრდელებმა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საბავშვო ბიბლიოთეკის „ამერიკულ კუთხეში“ ფოტოგამოფენა - „ქართველი ემიგრანტები ამერიკაში“ დაათვალიერეს და დოკუმენტური ფილმი „დაკარგული ქართველი ქალი“ ნახეს.
მოსწავლეები ასევე ფოტოგამოფენაზე - „დამოუკიდებლობის 100 წელი“ იმყოფებოდნენ, ნახატების გამოფენა მოაწყვეს, აქტივობაში - „ჩვენ ვამზადებთ საქართველოს დროშებს“ ჩაერთვნენ და წყალტუბოს გ. ახვლედიანის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს.
მოზარდებმა მოსწავლეთა კონფერენციაში - „დაფარული ისტორიები“ იაქტიურეს და კონფერენციის მასალების საფუძველზე ბროშურებიც დაამზადეს.
სკოლის აღსაზრდელები ასევე საქალაქო ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონფერენციაშიც - „საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი“ მონაწილეობდნენ.
ბოლოს კი სკოლაში პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
იხილეთ ფოტოები სრულად