„ფიბონაჩის მიმდევრობა“ - ტოლის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია
14-05-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტებს, აქტივობებს სთავაზობენ

ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა, სკოლაში, საინტერესო პრეზენტაცია „ფიბონაჩის მიმდევრობა“ წარადგინეს. მათ ისაუბრეს ფიბონაჩის, როგორც შუა საუკუნეების „უდიდესი მათემატიკოსის“ შესახებ და „ოქროს კვეთაზე“ ბუნებაში, ხელოვნებასა და სამყაროში.

„პრეზენტაცია ძალიან საინტერესოდ იყო წარმოდგენილი“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ცოდნა აიმაღლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

პრეზენტაციის ხელმძღვანელი, მათემატიკის მასწავლებელი მარინე ციხელაშვილი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს და მათ მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ პრეზენტაცია ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203