წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, მე-10 კლასმა განახორციელა პროექტი - „სპორტი და ჯანმრთელობა“.
პროექტის ფარგლებში შეირჩა საბაზო და საშუალო საფეხურის ოთხი კლასის გუნდი და დაიგეგმა ფრენბურთის ჩემპიონატი.
ფრენბურთის თამაშს აკვირდებოდნენ სკოლის სპორტის პედაგოგები და მეათე კლასის მოსწავლეები. ფინალური თამაშის გამარჯვებული გახდა სკოლის ერთ-ერთი კლასის გუნდი, რომელსაც გადაეცა საპრიზო თასი.
იხილეთ ფოტოები: