ფერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს
14-05-2024

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან, სწორედ ამიტომ, სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის საზეიმოდ აღინიშნება. 

ცხადია გამონაკლისი არც ქართული ენის დღე ყოფილა. 

სრულიად სასკოლო საზოგადოება გაერთიანდა ილია II-ის სიტყვების გარშემო - „…ქართული ენა არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი“. 

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის არსი და მნიშვნელობა, ისაუბრეს ენის როლზე ერის თვითმყოფადობისთვის. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203