ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო შეხვედრებითა და შემეცნებითი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, საგნების: ინგლისური და ბუნებისმეტყველების კომბინირებული პროექტის ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა მოეწყო. სკოლას „პლანეტარიუმი“ ეწვია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობამ საინტერესოდ ჩაიარა, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, „პლანეტარიუმის“ გუმბათის ქვეშ სკოლის პატარებმა კოსმოსში „იმოგზაურეს“.
„ეს არის ნამდვილი ინოვაცია განათლების სფეროში, რომელიც მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებაზე ზრუნავს“, - ასე შეაფასეს სკოლაში აქტივობა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელები არიან ინგლისური ენის მასწავლებელი მარი ჭიტაძე და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი მალვინა პაიკიძე.
იხილეთ ფოტოები: