გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრება წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა თუ ღონისძიებაში წარმატებით მონაწილეობენ.
ახლახან, მოსწავლეებმა წარმატებით სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში იასპარეზეს.
ბოხვაურის საჯარო სკოლის გუნდი „არწივები“, ფიზიკური აღზრდის უფროსი მასწავლებლის - მამუკა ხინთიბიძის ხელმძღვანელობით, „მხიარული სტარტების“ მუნიციპალური ტურის 2023-2024 სასწავლო წლის მე-2 ადგილის პრიზიორი გახდა.
სკოლაში მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლის წარმატება ახარებთ და ბავშვებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: