ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის, ტობანიერისა და შუამთის საჯარო სკოლების თანამშრომლობით შთამბეჭდავი კვირეული გაიმართა, რომელიც შექსპირის შემოქმედებას მიეძღვნა.
„მშვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა, რომ სილამაზემ იფერადოს ვარდის კონებად“,- ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებულმა მოსწავლეებმა უდიდესი შემოქმედის მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სცენაზე, ერთმანეთს შექსპირის სონეტები და ტრაგედიები ენაცვლებოდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება შუამთის საჯარო სკოლაში გაიმართა.
მთისძირისა და ტობანიერის საჯარო სკოლები კი, მასპინძელ სკოლას, ღონისძიებაში ჩართულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: