დოლოგნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექსპირის ცხოვრებასა და შემოქმედებას ლიტერატურული საღამო მიუძღვნეს
14-05-2024

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო ლიტერატურული ღონისძიება იმართება.

მათ შორის, საზეიმოდ აღინიშნა უილიამ შექსპირის დაბადების დღეც. ამ დღეს საღამო მიეძღვნა, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა. 

მე-8 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია და დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია შექსპირის შემოქმედების შესახებ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებასი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინგლისური ენის  მასწავლებელმა ციური დავითაძემ.

დღე ემოციებით დატვირთული, დასამახსოვრებელი და ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203