ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება ინტელექტუალური თამაშები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი შემართებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში, უკვე ტრადიციად ქცეული ინტელექტუალური კონკურსის - „ჩემი თამაში“, მორიგი, გაზაფხულის სერიის თამაში ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. თამაში შედგა, მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენცია გაუწიეს.
აღსანიშნავია, რომ თამაში გამარჯვებული გუნდის გამოვლენით დაგვირგვინდა, პირველობა გუნდ - „ეტალონს“, ერგო.
„მუდამ წარმატებები ჩვენო მოაზროვნე ბავშვებო!“, - სკოლაში მოსწავლეებს ულოცავენ გამარჯვებას და თითოეულ მონაწილეს წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: