ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ქართულ ღირებულებებზე ზრდიან, მათი მონაწილეობით სკოლაში ეროვნული დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნება.
მათ შორისაა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც - „ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა, ჩვენი ენა ქართული...“.
მოსწავლეებმა ამ დღის არსი კიდევ ერთხელ გაიაზრეს, ქართული ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მას ხოტბა შეასხეს.
დღე ემოციებით სავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები: