ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებასა და აქტივობაში ენთუზიაზმით ერთვებიან.
მათ შორის სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარულ სტარტები“, სადაც დაბა ურეკის საჯარო სკოლამ საქართველოს ჩემპიონატის ფინალური საგზური მოიპოვა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აღნიშნული ჩემპიონატი 2024 წლის შემოდგომაზე, ქალაქ სენაკში ჩატარდება.
სკოლაში სპორტსმენებს ამ გამარჯვებას ულოცავენ და წარმატებებს უსურვებენ ფინალში.
„ურეკის სკოლა ასევე მადლობას უხდის, გვერდით დგომისა და მხარდაჭერისათვის, ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელს დიტო ტუღუშს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: