ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის დღე მოეწყო
14-05-2024
სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი სახის აქტივობა იმართება.

მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი მხატვრული კითხვის დღე, რომელიც სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკარის ინიციატივით განახორციელეს.

ამ დღეს, მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს

აქტივობა - „წიგნი არის ოცნება, რომელიც შეგიძლია ხელში დაიჭირო“, მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო იყო, მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ის, რომ ბავშვებს კიდევ ერთხელ გაეზიარებინათ თუ რაოდენ ტკბილია ჩვენი ენა ქართული“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203