გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან.
ამის დასტურია ისიც, რომ სკოლის IX-X კლასების მოსწავლეები მასწავლებლებთან ( ნ.ბიტარაშვილი, ე. ბოსტოღანაშვილი) ერთად პროფორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მიზნით, კოლეჯ „აისს“ ესტუმრნენ.
მოსწავლეები გაეცნენ პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამებს, რეგისტრაციის ვადებს, ტესტირებისა და ჩარიცხვის პროცედურებს. მათ, ასევე დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: სახელოსნოები, ლაბორატორიები, კლას-კაბინეტები და სტუდენტთა საცხოვრებელი.
„იმედია, ეს ექსკურსია დაეხმარება მოსწავლეებს პროფესიის შერჩევისას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს და პროფესიის სწორად არჩევაში ეხმარება.