„არა ნაადრევ ქორწინებას“ - დადეშის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა 
14-05-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლაში აქტიურად ხორციელდება შემეცნებითი, სოციალური ხასიათის პროექტები, რომლებიც მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლებაზეა ორიენტირებული. 

ამჯერად, სკოლაში განხორციელდა პროექტი - „არა ნაადრევ ქორწინებას“. 

აღსანიშნავია, რომ პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური სწავლების სპეციალისტები: ჰერმინე მოვსესიანი, გოარ მარტიროსიანი და ჰორომსიმე კირაკოსიანი.

პროექტში ჩართულნი იყვნენ ბიოლოგიის, ქართული ენისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. სამიზნე ჯგუფი კი იყო მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები. 

სკოლაში აღინიშნა, რომ ადრეული ქორწინების პრობლემის გადაჭრა კვლავ გამოწვევად რჩება, როგორც საქართველოსთვის, ასევე მსოფლიოსთვის.

მოსწავლეებმა აღნიშნეს: სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ 21-ე საუკუნეშიც კი ირღვევა ბავშვთა ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა: განათლების მიღება, არჩევანის თავისუფლება, განვითარების უფლება და ა.შ. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს და აქტიურად განიხილეს ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკა, დისკუსია მოაწყვეს, გამოხატეს თავიანთი აზრი და სიტუაციური ამოცანები განიხილეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203