ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა მშობლების როლსა და ამაგს ღია გაკვეთილი მიუძღვნეს
14-05-2024

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მათ ინტერესებს მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-2 კლასში მშობლებისადმი მიძღვნილი ღია გაკვეთილი გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. 

„სულ სხვა თვალით დანახული ტკბილი შვილები“, - ასეთი იყო გზავნილი გაკვეთილიდან, რომელმაც არა მარტო სასკოლო საზოგადოების, არამედ მშობლების დიდი მოწონება დაიმსახურა

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი საგან მუსიკაში, მასწავლებლების: ნინა ყოჩიაშვილისა და ირინა წიკლაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

„ნიჭიერი და შემოქმედი ბავშვები“, - ბოლოს კი, ასე შეაქეს პედაგოგებმა მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203