პატარა ირაგის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
14-05-2024

ამრიდონ ჩეგიანის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ირაგის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა. 

მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. კონკურსში გაიმარჯვა საბაზო საფეხურის მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა მე-2 გუნდმა. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსუსრვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203