პატარა ირაგის საჯარო სკოლის მოსწავლეები გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას საინტერესო ღონისძიებით შეუერთდნენ
14-05-2024

გარემოს დაცვა, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია ამრიდონ ჩეგიანის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ირაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. გლობალურ კამპანიას, რომელიც მოგვიწოდებს მოვუაროთ ჩვენს პლანეტას, მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ. 

საინტერესო ღონისძიებით წარდგნენ სასკოლო საზოგადოების წინაშე პატარა ირაგის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად. 

ბავშვებმა მოამზადეს ნახატები, უყურეს ანიმაციურ ფილმს და წარმოადგინეს პლაკატები მოწოდებებით:

- გამარჯობა დედამიწა!
- მხარი დაუჭირე მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას!
- მიიღე მონაწილეობა გარემოს დაცვით ღონისძიებებში!
- იმოქმედე მწვანედ!
- ისეირნე- დატკბი სუფთა ჰაერით!
- ასე გააგრძელე!

ღონისძიებამ მეტად საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა. 

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203