ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები ზრუნავენ.
22 აპრილი - „დედამიწის დღეა“ - ამ დევიზით თამარიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლის მიზანიც გახლდათ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება დედამიწის საფრთხეების შესახებ, გამომწვევ მიზეზებს და მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე.
მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს, სადაც ისაუბრეს, თუ რა საფრთხეებს უქმნის ეკოლოგიური პრობლემა გარემოსა და ადამიანებს. მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი მოწოდებებით პლაკატები გამოფინეს და აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: