თეთრიწყაროს N2 სკოლის მოსწავლეები ბრიტანულ ტრადიციების ინგლისური ენის საინტერესო გაკვეთილზე გაეცნენ
14-05-2024

თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები იმართება.

მათ შორის იყო ჩაის ნაციონალური დღისადმი მიძღვნილი საინტერესო გაკვეთილი, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.

სკოლის X კლასის მოსწავლეები და ინგლისური ენის მასწავლებელ ირინე წიკლაურის ხელმძღვანელობით, გაკვეთილზე გაეცნენ ტექსტს „ჩაის ნაციონალური დღე“ და შეასრულეს შესაბამისი აქტივობები.

პარალელურად, მასწავლებელმა გაამზადა ჩაი მოსწავლეებისთვის. გაკვეთილის მიზანი იყო ინგლისური ტრადიციების გაცნობა და წაკითხულ ტექსტში არსებული ზოგიერთი ასპექტის პრაქტიკულ დონეზე აღქმა.

გაკვეთილს ესწრებოდა კლასის დამრიგებელი ლეილა წიკლაური.

დღემ საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა.

შეგახსენებთ, რომ ჩაის ნაციონალური დღე ინგლისში აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203