ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. პედაგოგები მოსწაველეთა ესთეტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ, ამ მიმართულებით კი არაერთ ღონისძიებსა თუ აქტივობას სთავაზობენ.
ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ხელოვნების გაკვეთილები. ახლახან, მე-5 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის - ქეთევან ჭიპაშვილის ხელმძღვანელობით, ეგვიპტურ სამარხებში აღმოჩენილი სამკაულების სტილში ყელსაბამები შექმნეს.
მოსწავლეებმა დავალებას სამაგალითოდ გაართვეს თავი, შთამბეწდავი ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი ნიჭი და უანრები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტო: