ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთ შესაძლებლობებს წრმოაჩნენ.
აღსანიშნავია, რომ 27, 28, 29 და 30 აპრილს, კონკურსის - „Tech Sparks AI კახეთი“ ფარგლებში, სასკოლო გუნდებს ჩაუტარდათ ტრენინგები განათლების, მეწარმეობისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გურჯაანის ტექნოპარკში.
ხოლო 9 მაისს გაიმართა „დემო დღე“, დასკვნითი შეხვედრა წინანდლის სასტუმრო რედისონში, სადაც ტექნოპარკების: გურჯაანის, ახმეტის და თელავის გუნდებმა წარადგინეს ინოვაციური სტარტაპ იდეები საგანმანათლებლო სფეროში არსებული პრობლემის შესახებ.
ამ პროექტში წარმატებით იასპარეზა ცოდნისკარის საჯარო სკოლის გუნდმა, რომელსაც მენტორობას უწევდა კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი ხათუნი ასანიძე.
გუნდის წევრები იყვნენ: ანანო ხინგავა, ანა ჯალიაშვილი, საბა ფოლადაშვილი, ბექა ზედელაშვილი და ზურა ჭაბაშვილი.
აღსანიშნავია, რომ პროექტი მიზნად ისახავს განათლების სფეროში არსებული პრობლემების/გამოწვევების ტექნოლოგიური გზით გადაწყვეტას სასკოლო გუნდების მიერ და ინოვაციური სტარტაპ პროექტების შექმნას განათლების მიმართულებით.
პროექტის ჩატარება უზრუნველყო კომპანია „სმარტ დიჯითალმა“, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით.
სკოლაში დიდ მადლობას უხდიან გურჯაანის ტექნოპარკის კორდინატორს - ელენე გოგოლაშვილს ამ შესაძლებლობისათვის.
იხილეთ ფოტო: