შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა შემეცნებით და სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად ერთვებიან.
მათ შორისაა მე-12 კლასელი ჯემალ ზოიძე. მან, მკლავჭიდში 1-ელი ადგილი დაიკავა, სკოლა ასახელა და საპატიო სიგელი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ მარეთობის დღესასწაულზე, გიორგობას წირვის შემდეგ გაიმართა სპორტული ღონისძიებები, მათ შორის ერთ-ერთი იყო შეჯიბრება მკლავჭიდში.
ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებებს ყოველთვის მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტო: