ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
15-05-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი. 

ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო კონკურსი ჩატარდა. 

სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გუნდებს შორის გამარჯვებული გახდნენ:

პირველი ასაკობრივი კატეგორია - V კლასის გუნდი;

მეორე ასაკობრივი კატეგორია - VI კლასის გუნდი.

ჰერეთისკარის საჯარო სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს მოსწავლეებისათვის საინტერესო ინტელექტუალური აქტივობების ორგანიზებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203