თენგიზ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთის საჯარო სკოლაში ეროვნული დღესასწაულები ყოველთვის საზეიმოდ აღინიშნება, გამონაკლისი არც ქართული ენის დღე ყოფილა.
მოსწავლეებმა გამართეს დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „14 აპრილი დედა ენის დღეა!“
„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან, მამული, ენა და სარწმუნოება“, - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებულმა ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ენის მნიშვნელობა ერისთვის და მასი სიწმინდის დაცვის აუცილებლობა.
ქართული ენისდღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ქართველი მწერლებისა და პოეტების ლექსები და დამსწრეთა დიდი მოწონება დაისმახურეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი გურამ ფუტკარაძე და მასწავლებლები.
იხილეთ ფოტოები: