გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლა სხვადასხვა საინტერესო, გარემოსდაცვით და საგანმანათლებლო პროექტს აქტიურად უერთდება.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გრძელდება სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „ინიციატივები მშობელთა ჩართულობით“ განხორციელება.
პროექტის ფარგლებში, შეძენილი მცენარეები მოსწავლეებმა ეზოში დარგეს. მათ, ასევე, ბუნებრივად ამოსული მცენარეები ქოთნებში გადარგეს მათი დაცვის, მოვლის და სამომავლოდ ისევ ბუნებრივ გარემოში დაბრუნების მიზნით.
აქტივობაში მონაწილეობდნენ მე-3ა და მე-3ბ კლასების მოსწავლეები, მათი მშობლები, პროექტის ავტორები.
სასკოლო საზოგადოება განსაკუთრებულ მადლობას უხდის მე-10 კლასის მოსწავლეებს ორმოების ამოღებისა და დახმარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან.