გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შესთავაზონ და მათი აქტიურობა გამოიწვიონ.
ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ - მარინე რუსიშვილის ხელმძღვანელობით, მოაწყეს შემეცნებითი ტური სოფელ მერეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.
გზაზე მიმავალ მოსწავლეებს შეხვდათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და ისინიც შეუერთდნენ ბავშვებს.
მოსწავლეებმა დაასუფთავეს დიდი საზოგადო მოღვაწის, ანტონ ფურცელაძის საფლავი და ყვავილებით შეამკეს.
სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგს საინტერესო ექსკურსიისათვის.
იხილეთ ფოტოები: