ქინძათის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი აქტივობები
15-05-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები ზრუნავენ. 

22 აპრილს, ქინძათის საჯარო სკოლის1- ლი და მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გამართეს საინტერესო პრეზენტაცია.

მათ პაწაწინა ხელებით დაამზადეს „საყვავილე ფუტკრები“ და დედამიწის მოდელი - „გლობუსი“.

მოსწავლეებმა მეორეულ ნივთებს ახალი სიცოცხლე შესძინეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

სკოლაში მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგთა კრეატიულობა და ორიგინალური მიდგომები ახარებთ. 

„წარმატებები, ჩვენს ყოჩაღ პატარებს და მათ საუკეთესო მასწავლებლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მოსწავლეთა კლასის ხელმძღვანელი ლალი გოგალაძე გახლავთ, მათემატიკის მასწავლებელი კი ლალი კაკიაშვილი, სწორედ მათი ინიციატივით განხორციელდა საინტერესო აქტივობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203