ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები ტარდება.
მათ შორის იყო სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები. მოსწავლეებმა ეს დღე ღონისძიებით გაიხსენეს. სომხური ენის მასწავლებელმა - აიწემნიკ გასპარიანმა მოსწავლეებს გააცნო ისტორიული ფაქტები და იმ ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრა, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„მე-7 კლასის მოსწავლეები წავიდნენ ტაძარში, დაანთეს სანთლები და პატივი მიაგეს გენოციდის მსხერპლთა ხსოვნას“, - გვიყვებიან სკოლაში.
სომხების გენოციდი - ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია 1915-1918 წლებში, რომელიც მოყვა სომეხთა აჯანყებებს. გენოციდის დასაწყისად ითვლება 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა აჯანყებისათვის დაესაჯა ეთნიკური სომხები, რომლებიც განუდგნენ მათ სახელმწიფოს და კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა.
იხილეთ ფოტოები: