ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-11 კლასში, გერმანულ ენაში, სასკოლო პროექტის - „მე ვარ ტოლერანტი - კულტურული მრავალფეროვნების ნაწილი“ ფარგლებში, კომპლექსური დავალება განხორციელდა.
აქტივობის მიზანი იყო კულტურულ ფასეულობათა მიმართ პატივისცემის გამოვლენის ხელშეწყობა.
მოსწავლეებმა დაამუშავეს სხვადასხვა ქვეყნის: გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ინგლისის და ამერიკის რელიგიური დღესასწაულები და სააღდგომო ტრადიციები. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით მომზადებული პრეზენტაციები კი კლასის წინაშე წარადგინეს.
მათ, ასევე გამოუშვეს კედლის გაზეთი „Ostern in der Welt“- „აღდგომა მსოფლიოში“.
აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშანვია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: