ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და სხვადასხვა მიმართულებით, ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. იქ არაერთი საინტერესო ღონისძიება თუ პროექტი იმართება. ახლახან კი, დედამიწის დღე თემატური აქტივობებით აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შესრულებული ნახატების გამოფენა მოაწყვეს და მოსახლეობაში თემატური ბროშურები დაარიგეს, რომლის მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო.
აქტივობების მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. მათ გარემოსდაცვითი გზავნილები გააჟღერეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები: